ირაკლი ზარქუა - კეზერაშვილმა „ნაცებს“ შემოუთვალა, ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო, ეტყობა, მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა, ხაბე დათანხმდა, ჯიგარია
გუშინ ნიკა მელიას ვუსმინე და სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“, საოცრებებს ვისმენთ. ამათი შემხედვარე, ხელისუფლებაში 2030 წლამდე ვიქნებით. რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ „ქართული ოცნება“, შეცდომების მიუხედავად, ის ძალაა, რომელიც საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„გუშინ ნიკა მელიას ვუსმინე და სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“, საოცრებებს ვისმენთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა და უკვე თავიანთი პირით აღიარებენ, რომ გამორიცხულია მათი შეცვლა, იგივე ხელწერა აქვთ – ჩაშვება, დასმენა, მოსმენა, ერთმანეთის შანტაჟი, ჩანაწერების გაკეთება. ამ პროცესის შედეგად ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს და უკვე გამარჯვებულია, ამ სექტის ლუსტრაცია ხდება. ახალი თაობა – ხაბეს ვეძახი, თურმე მერაბიშვილს ეყრდნობა და ამით ამაყობს. ბიჭო, საზოგადოებას მერაბიშვილი რომ არ უნდოდა „ორი გვამის“ გამო, რეკეტის გამო, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, ამიტომ გააგდო ქართულმა საზოგადოებამ პანჩურით 2012 წელს. როცა ახალი თაობა ხარ, ხაბეს ვგულისხმობ, და ამას ეყრდნობი, როგორ აღიქვამს ამას ქართული საზოგადოება სერიოზულად? ამათი შემხედვარე, ხელისუფლებაში 2030 წლამდე ვიქნებით. რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, მაგრამ ყველა დარწმუნდა – „ქართული ოცნება“, შეცდომების მიუხედავად, ის ძალაა, რომელიც საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.
მიმდინარეობს კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. ამ ვაჟბატონმა იქიდან შემოუთვალათ – ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. ეტყობა, მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა. ხაბე დათანხმდა, ჯიგარია. რომლისგან მოგისმენიათ ან ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ან ეკონომიკური ხედვა? პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას არცერთი არ დასწრებია. 12-პუნქტიანი გეგმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს? ძვირფასო „ნაცებო“, მოგიწოდებთ, არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. როგორც კი გაყალბება იქნება, ლეგიტიმაციას არ მოგცემთ. მგონია, რომ მელია აყირავებულია და ხაბე არის დე ფაქტო, დე იურე და ალბათ 28 იანვარს მივულოცავ“, – განაცხადა ზარქუამ.