ირაკლი ზარქუა - ჯიმ ო'ბრაიენის ანგარიშში ობიექტური და სამართლიანი დასკვნა იყო, ითქვა, რომ არის გარკვეული ეჭვი, ვთავაზობთ, საქართველოში ჩამობრძანდნენ და პროცესს მონიტორინგი ერთად გავუწიოთ
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშში ობიექტური და სამართლიანი დასკვნა იყო, რისთვისაც მადლობას ვიხდი. ითქვა, რომ არის გარკვეული ეჭვი. საქართველოს ხელისუფლება ვთავაზობთ, საქართველოში ჩამობრძანდნენ და პროცესს მონიტორინგი ერთად გავუწიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მზად არის პროცესს მონიტორინგი პარტნიორებთან ერთად გაუწიოს.
„აღქმა თუ არის არასწორი, შეგვიძლია, ერთობლივი ღონისძიებები გავატაროთ. მოსამართლეები დაასანქცირეს და ვიკითხეთ, რა არგუმენტები იყო? ეწერა პრესაშიო, ეს არის სწორი მიდგომა? ეს არ არის პარტნიორობა და არაფერში წერია. მგონი, ამის გამოსწორების მცდელობაა და ძალიან კარგია, რომ სწორი და ადეკვატური შეფასება დაიწყეს იმ ნაბიჯების, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს, – განაცხადა ზარქუამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „გამამხნევებელია, რომ საქართველოს სამსახურები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა, გამჭვირვალობის კუთხით კარგი პარტნიორები არიან“.