ირაკლი ზარქუა - გვემუქრებიან, თუ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, მოლაპარაკებებს არ გაგიხსნითო, ოპოზიცია დამარცხდება და ქართველი ხალხის ინტერესები გაიმარჯვებს, მოლაპარაკებებსაც გავაგრძელებთ
გვემუქრებიან, თუ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, მოლაპარაკებებს არ გაგიხსნითო, ოპოზიცია დამარცხდება და ქართველი ხალხის ინტერესები გაიმარჯვებს, მოლაპარაკებებსაც გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი დაკვეთა მიიღო და თავის უსამშობლოებში ჩაშალა, მათ ნარატივებს და დაკვეთას ასრულებს.
„მადამ პრეზიდენტმა მორიგი დაკვეთა მიიღო და შემდეგ თავის უსამშობლოებში ჩაშალა – მათ ნარატივებსა და დაკვეთას ასრულებს. ასეთი მუქარები არაერთი გვსმენია, ხან ფოტიგა გვემუქრებოდა, ხან რაისა, ხან კუბულიუსი, რომელიც ახლა კოსმოსის მიმართულებით არის, რადგან სადაც იყო, თავისი რესურსი ამოწურა. გვმოძღვრავდა და გვემუქრებოდა, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო, მაგრამ ღირსება დავიცავით და კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ. ახლა გვემუქრებიან, თუ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, მოლაპარაკების არ გაგიხსნითო. ოპოზიცია დამარცხდება და ქართველი ხალხის ინტერესები გაიმარჯვებს, მოლაპარაკებებსაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ზარქუამ.