ირაკლი ზარქუა - გუშინდელ აქციაზე მთელი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი პარტიის, სხვა პარტიის მომხრეები იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით, ევროპისკენ წინ და მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები
მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დიახ, ნამდვილად იყო ბევრი ადამიანი, გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობა, რომელთა სურვილიც არის ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად წავიდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სირცხვილიას“ მხრიდან.
„თავიდან მეც მეგონა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ყავდა არაპარტიული სულისკვეთების, თუმცა ჩართვა ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების, შემდეგ იყო მოწოდება, რომ ჩვენ არ გავჩერდებით და ეს რევოლუციური მოწოდებები ბოლოში მაინც გაეპარათ. მთლიანობაში მთელი დღის განმავლობაში იყო ერთსულოვნება, განსხვავებული ორიენტაციის, მრწამსის ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი აქციაზე. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დიახ, ნამდვილად იყო ბევრი ადამიანი, გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობა, რომელთა სურვილიც არის ჩვენ ევროინტერგაციის გზაზე შეუფერხებლად წავიდეთ. საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი სწორედ ამის მომხრე და ამით ჩვენ ვამაყობთ.
გუშინ გარკვეული ჯგუფების მხრიდან იყო მცდელობები, ბანერები წარმოედგინათ პატიმარ სააკაშვილის თუ სხვა მსჯავრდებულების, ამის აღკვეთა მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მცდელობა იყო გუშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელთ ეგდო მიკროფონი, მაგრამ ეს არ დაუშვეს სტუდენტებმა და მადლობა მათ ამისთვის. ერთი სიტყვა არ იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, არც რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების შემცველი, ამიტომაც იყო, რომ გუშინ მთელი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი მომხრეები, სხვა პარტიის მომხრეები იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით, ევროპისკენ წინ და მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები“, – განაცხადა ზარქუამ.