ირაკლი ზარქუა - გიორგი ვაშაძე რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, არის ჩათლახობა, მე მხარს ვუჭერ ხაბეს, ერთი პორტფელი მაინც ანდეთ ვირტუალურ მთავრობაში
მე საკრებულოში ვიყავი, როდესაც ვირტუალური მთავრობის იდეა ჰქონდათ და გადაინაწილეს, შსს მინისტრი იყო მაშინ ხაბე და ახლა საერთოდ გააქრეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.
„პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა. ე.ი. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერმინისტრობის კანდიდატია, ასე დასახელდა. მსხვერპლი რომ ჰყავს, რომ მისდევს ხოლმე, მანჯგალაძე ეკონომიკის მინისტრია. ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა. ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. ბიჭო, კაცი გამოვიდა, ერთპროცენტიანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ? პირველი, სცენიდან ჩააგდეთ და შენ და პეტრემ ჩაუტარეთ პრეზენტაცია ამერიკულ სტილში, მოვცხეთ ტაში იქაც და ამის შემდეგ, საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? არა ხარ სწორი კაცი შენ. ხაბე, ამოიღე შენც ხმა, ბიჭო, რა დასჯილივით ხარ. სირცხვილია,
სერიოზულად რა უნდა ვილაპარაკო ამაზე. არახალია ეს. მე საკრებულოში ვიყავი, როდესაც ვირტუალური მთავრობის იდეა ჰქონდათ და გადაინაწილეს, შსს მინისტრი იყო მაშინ ხაბე და ახლა საერთოდ გააქრეს. ამათი ხელწერაა თამაშები. ეტყობა, ამით ერთმანეთს დაპირებებს აძლევენ, თუ მხარს დამიჭერ, შემდეგ მეც დაგიჭერ მხარს და ეს სიგიჟეები აქვთ მთავრობების, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და თანამდებობები როგორ გადაინაწილონ. ეს არის ამათი ამოცანა და ინტერესი, დანარჩენი არაფერი აინტერესებთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ე.წ. ჩრდილოვან მთავრობაში მეტი კვოტა ერგო „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა „ჩრდილოვან კაბინეტში“ პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ვერ მოხვდა.
„მოცემულობა ის არის, რომ მწვალებელთა პარტიას, ანუ „ნაციონალური მოძრაობას“, ყველაზე ოპოზიციური პარტია ჰქვია, შესაბამისად, კვოტა ეტყობა უფრო მეტია და ამ კვოტაში, ვაშაძე, არა ხარ მართალი, პარტიის თავმჯდომარე ხაბე ვერ მოხვდა, მაგრამ რეალურად „ნაცმოძრაობამ“ უნდა დააკომპლექტოს ეს თავისი ვირტუალური მთავრობა. ანუ, ეს აქვთ გეგმა. რა ვქნა, მე მხარს ვუჭერ ხაბეს. ერთი პორტფელი მაინც ანდეთ, იმ შალიკოსი არ იყოს, არა ხართ სწორი, არა ხართ მართლები და დაისჯებით ამის გამო“, – განაცხადა ზარქუამ.
დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია ოპოზიციის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობის შესახებ. მათივე ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს.
ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში თანამდებობები შემდეგნაირად ნაწილდება: შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს განიხილავენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად – ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად – ანა ნაცვლიშვილს ან სალომე სამადაშვილს, თავდაცვის მინისტრად – თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე – მამუკა ხაზარაძეს. იუსტიციის მინისტრად – ეკა ბესელიას, განათლების მინისტრის პოსტზე – ნინო ლომჯარიას. გენერალურ პროკურორად მოიაზრებიან ნონა წოწორიას ან ეკა გიგაურს, ეკონომიკის მინისტრად – პაატა მანჯგალაძეს, ფინანსთა მინისტრად – პეტრე ცისკარიშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრად – ბექა ლილუაშვილს ან შალვა კერესელიძეს, კულტურის მინისტრად – ლაშა ბუღაძეს, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე – სოფო ჯაფარიძეს, შერიგების მინისტრად კი – გრიგოლ გეგელიას.