ირაკლი ზარქუა - გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, კიდევ ერთხელ დამთავრდა, რადგან მან მეორე ტურისთვის ყველაფერი გააკეთა
გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, კიდევ ერთხელ დამთავრდა, რადგან მან თვითმმართველობის არჩევნებში ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ტური და ეს შედეგი დამდგარიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.
მისი თქმით, 9 პროცენტი, რომელიც გიორგი გახარიამ მმართველი გუნდიდან წაიღო, რეალურად არაფრის გამკეთებელი არ არის.
„თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება, სადაც კახი კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. გახარიას ეს მავნებლობა საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ძვირი დაუჯდება. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის დამთავრდა. არჩევნები ყველამ შეაფასა და რაკი დუმს, ალბათ, რეალობის შეფასება რცხვენია“, – განაცხადა ზარქუამ.