ირაკლი ზარქუა - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან ხაზგასმა, რომ ქაოსი და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც
ირაკლი ზარქუა - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან ხაზგასმა, რომ ქაოსი და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სენატში გამართული დებატებისას აღინიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან, მეტიც, მან გააძლიერა, რეფორმებით და წინ გადადგმული ნაბიჯებით უფრო ახლოსაა ნატოს-თან და ევროკავშირთან.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან  ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

„ოპოზიციის გარკვეულ წევრებს ჰქონდათ მოლოდინები, რომ სენატში დებატებზე მმართველ პარტიას ყურს აუწევდნენ. სინამდვილეში, გუშინ მნიშვნელოვანი მესიჯები იყო. პირველი ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან. უფრო მეტიც, მან გააძლიერა, რეფორმებით და წინ გადადგმული ნაბიჯებით კიდევ უფრო ახლოსაა ნატოს-თან და ევროკავშირთან.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს ნათლად იყო ხაზგასმული და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც და ყურებიც დაახიეს.

ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს და ამაზე საერთოდ არ თქმულა. იქ საუბარი იყო, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია და შესაბამისად ციხეში ზის. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, რომ დიალოგი ამ

კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. მეც, ჩემი კოლეგებიც და ყველა ერთად მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ იქნებ, კომპრომისულ ვარიანტზე თვითონ ჩამოყალიბდნენ. მოიფიქრონ, გაგრძელებას როგორ აპირებენ. ისევე როგორც ევროპარლამენტარებმა, როგორც სენატორებმა უთხრეს, რომ მათი ადგილი არის პარლამენტში და მუშაობა გააგრძელონ. არჩევნებთან დაკავშირებით შაჰინმა განაცხადა, რომ ისინი ეყრდნობიან ეუთო/ოდირის დასკვნას, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

ამით ვადამდელ არჩევნებს ხაზი კიდევ ერთხელ გადაესვა, მათ შორის სენატორების მხრიდან. ოპოზიცია, რომ უნდა იყოს პარლამენტში  და არა ქუჩაში და იქ საბოტაჟს უწყობდნენ ქვეყანას, ესეც რუსეთის ნარატივია და სენატიდან დაუდასტურეს. აი ბურთი და მოედანი, თვითონ ჩამოყალობდნენ, რა უნდათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება შენიშვნებს, ზარქუას განმარტებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აფიქსირებს, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაინც იყო ხარვეზები.

„ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთ, როგორც საარჩევნო მოდელის შეცვალზე, ასევე ბარიერის დაწევაზე. ჩვენ ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევაზე და მნიშვნელოვან დეტალზე, რაც საქართველოს მოსახლეობას, სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს აინტერესებთ, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმაზე. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ 2024 წელს ღირსეულად წარვსდგეთ ევროკავშირის წინაშე, რომ მიგვიღინ. შესაბამისად, ეს რეფორმების გარეშე არ გამოვა. რეფორმები დაწყებული გვაქვს ყველა მიმართულებით, რაც გაგრძელდება ასევე სასამართლოს მიმართულებითაც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.