ირაკლი ზარქუა - დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია, როგორც არასდროს, მადლობა ევროკომისიას ობიექტური შეფასებისთვის
ევროკომისიამ დაადინა, რომ, დიახ, დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია, როგორც არასდროს, მყარი სამართლებრივი საფუძველი და მექანიზმები არის ამისთვის ჩამოყალიბებული, კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ობიექტური და სწორი შეფასებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებები ნამდვილად დაცულია.
„თქვენ გგონიათ, მარტო ვაშაძე გვყავს აქ ხელმოცარული? იქაც არიან ხელმოცარულები – ფოტიგები, რასა – ასეთები უამრავი ჰყავთ, ხელმოცარულები, საკუთარ ქვეყანაში გარეთ რომ ვერ გადიან, რადგან ხელმოცარულების სტატუსი აქვთ. ასეთი ხელმოცარულები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს შავ პიარს უგორებდნენ და ამაში ფული ჰქონიათ გადახდილი. ასეთი ხალხის გაერთიანება იყო. ევროკომისიას კიდევ ერთხელ მადლობა ამ სწორი და სამართლიანი შეფასებისთვის, ამის აღიარება კიდევ ერთხელ სასიამოვნოა ჩვენი მთავრობისთვის“, – განაცხადა ზარქუამ.
ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.