ირაკლი ზარქუა - დარწუნებული ვარ, წალენჯიხის მერის ადმინისტრაციაში ჩამოყალიბდებიან, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღონ
რეფორმა აუცილებელია, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დარწუნებული ვარ, მერი და მერის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდებიან, თავის თავში იპოვიან ძალას, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სასურველია, რომ წალენჯიხის მერმა და მისმა ადმინისტრაციამ სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები.
„არის გამოწვევები, მესმის რეფორმა, მესმის რეორგანიზაცია, თუმცა იქ, სადაც ადგილობრივი ადამიანები დასაქმებულები არიან და მიზერულ ხელფასს იღებენ, მგონია, რომ მეტი გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. რეფორმა აუცილებელია, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დარწუნებული ვარ, მერი და მერის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდებიან, თავის თავში იპოვიან ძალას, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღონ. ოპტიმალური გადაწყეტილება არ გულისხმობს დასაქმებულების, საბავშვო ბაღის აღმზრდელისა და თანაშემწეების სახლში გაშვებას, არ მიმაჩნია ეს სწორად. მესმის, რომ უკეთესია მეტი შემოსავალი, თუმცა ის არ უნდა იყოს ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლების ხარჯზე. ეს არაფრის მომცემია“, – განაცხადა ზარქუამ.