ირაკლი ზარქუა - ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა საარჩევნო კომისია და ბოლო დროის ტენდეციაა, რასაც ვაკვირდები, რომ პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა სახელმწიფოში და ბოლო დროის ტენდეციაა, რასაც ვაკვირდები, პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, უმავლესობის წევრებმა ვერ დაინახეს ვერც მოტივირებული არგუმენტი, ვერც კონკრეტული მოტივაცია, რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს.
„ასევე ვერ დავინახეთ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზეც, როდესაც ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ. რა იყო იქ საფუძველი, რომ სამი მოადგილიდან ერთი ავარჩიოთ, ვინ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამას ვეტო დაადო. ვეტო გადავლახეთ, დაიქცა ქვეყანა? ანალოგიურად, ახლა ველოდებოდით, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც აპრილის თვეში დაიდო და სამი თვე ველოდებოდით რადიკალურ ოპოზიციას, ხელი მოეწერა, ანულირდა, გამოვედით ამ შეთანხმებიდან. რადგან იქ ჩაწერილი იყო ეს პუნქტები, ჩვენ მაინც მივიღეთ და ავსახეთ რეგლამენტში. პრეზიდენტმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ის კანდიდატურა, რომელიც ჩვენ მიერ იყო შეთანხმებული, არ წარმოადგინა. ვერ მივხვდით, საფუძველი რა არის. თვითონაც თქვა, რომ კომპეტენტური იყო კალანდარიშვილი, კვალიფიკაციაც აქვს, მაგრამ არ მომწონსო. ეს არაა უარის თქმის საფუძველი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები შეგვეტანა რეგლამენტში, ცესკო-ს წევრების კანდიდატურას წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარე და შემდეგ დაამტკიცებს უმრავლესობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.