ირაკლი ზარქუა - ჩვენი ხაბე მოვიდა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში და რეფორმები დაიწყო, ბუნებით აღმშენებელი კაცია
ჩვენი ხაბე მოვიდა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში და რეფორმები დაიწყო, ბუნებით აღმშენებელი კაცია და „ჩისტკა“ დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, შიდა პარტიული თემებია და რაც უნდა ის ქნან, დაშლილები არიან.
„მელია იქ უსუსური იყო, ხაბეიშვილი კადრებს რატომ დატოვებს. სწორს აკეთებს. იბრძვის, ბრძოლობს. დღეს და ხვალ არ სცალია მიშას გამოსახსნელად, ზეგ აუცილებლად მივა. ჯერ უნდა გააძლიეროს თავისი ორგანიზაცია. IRI-მ 14% დაუწერა, მაგრამ NDI-მ ლახვარი ჩაგვცა, 5%-მდე დაუწია რეიტინგი. ახლა ეს რეიტინგი ამოსაქაჩია, ვიდრე რეფორმას არ განახორციელებს პარტიის შიგნით, შედეგს ვერ მიაღწევს. ასე რომ, მე ხაბესკენ ვარ. სერიოზულად რომ გიპასუხოთ, შიდა პარტიული თემებია და რაც უნდათ, ის ქნან. დაშლილები არიან. ხაბე რომ თავმჯდომარეა, იქ უკვე რა პარტიაზე მელაპარაკებით“, – განაცხადა ზარქუამ.