ირაკლი ზარქუა - 26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის კონსოლიდაციის, გამარჯვების თვე და რიცხვი, სალომე ზურაბიშვილს, უსამშობლოებთან ერთად, პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ
26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის კონსოლიდაციის, გამარჯვების თვე და რიცხვი. ცოტა ხანში სალომე ზურაბიშვილს, უსამშობლოებთან ერთად, პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ავტორიტეტი ხალხში ნულის ტოლია.
„მადამ პრეზიდენტს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მისი განცხადებების გამო მოგვიწია თავის მართლება საერთაშორისო სასამართლოში. მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში, რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც ათი კაციც არ გყავთ მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, რადგან მიუღებლად მიიჩნია ქართულმა საზოგადოებამ. ძალით აგირჩიეთ, ჩვენი ლიდერების ფოტოებით. ამის შემდეგ თავმოყვარე პრეზიდენტი, რომელსაც სინდისი, ღირსება აქვს, გადადგებოდა და იტყოდა, ჩავნიშნოთ ვადამდელიო და იქ მიხვდებოდით თქვენს რეალურ შანსს, გავლენას, ავტორიტეტს საზოგადოებაში. ეს არის ნული. დარწმუნებული ვარ, თავადაც გსმენიათ ამის შესახებ, მაგრამ მაინც უტიფრად დგახართ რადიკალებთან, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან. 26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის კონსოლიდაციის, გამარჯვების თვე და რიცხვი. ცოტა ხანში სალომე ზურაბიშვილს, ამ უსამშობლოებთან ერთად, პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.