ირაკლი ტაბაღუა - რუსთავში ავტოფარეხის დემონტაჟი კერძო პირისა და კერძო კომპანიის შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობდა
რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც რუსთავში გუშინ მომხდარ აფეთქებაზე ისაუბრა.
ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი ორი, კერძო პირისა და კერძო კომპანიის შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა. მისივე თქმით, დემონტაჟის პროცესთან მერიასა და მის სამსახურებს კავშირი არ ჰქონია.
ქალაქის მერი აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და კონკრეტული პირების ბრალეულობას გამოძიება დაადგენს. თუმცა, მანამდე მერია აპირებს, ზარალი თავად აუნაზღაუროს მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რუსთავში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი მცირეწლოვანია.