ირაკლი შოთაძე - თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოინდომებს, თანახმა ვართ, ვითანამშრომლოთ მასთან ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მთავარ პროკურატურას ამ ეტაპზე, არანაირი თანამშრომლობა არ აქვს, მაგრამ ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში, უწყება თანამშრომლობისთვის მზად არის.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ ძალოვანი უწყებები მასთან არ თანამშრომლობენ.
„ჩვენ არანაირი თანამშრომლობა არა გვაქვს, თუმცა თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოინდომებს გარკვეული ინფორმაციის მიღებას, რა თქმა უნდა, საქმის ინტერესების გათვალისწინებით, თანახმა ვართ, ვითანამშრომლოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. როგორც იცით პროკურატურა დამოუკიდებელია დღესდღეობით და იგი ანგარიშვალდებული არ არის პრეზიდენტის წინაშე, თუმცა საჯარო ინტერესის და საქმის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ თანახმა ვართ ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.