ირაკლი შოთაძე - ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებისა და სანქციების მხრივ სისხლის სამართლის კოდექსში გარკვეული საკითხები დასახვეწია
არის გარკვეული საკითხები, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, რასაც სჭირდება დახვეწა, ეს ეხება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს და გარკვეულ სანქციებს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს ნარკოპოლიტიკის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო მუშაობა, რომელშიც მთავარი პროკურატურაც არის ჩართული.
„ჩემი აზრით, არის გარკვეული საკითხები, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, რასაც სჭირდება დახვეწა, ეს ეხება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს და გარკვეულ სანქციებს. ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო მუშაობა მთავარი პროკურატურაც ჩართულია პროცესში და გარკვეული რეფორმა საჭიროა. მე გამიჭირდება კონკრეტულ საქმეზე საუბარი სასჯელები განსაზღვრულია კანონით და ჩვენ ვმოქმედებთ ამ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა შოთაძემ.