ირაკლი სესიაშვილი - თეა წულუკიანთან ერთად ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ
ქალბატონო თეა, გულწრფელად გეტყვით, თქვენ ჩემთვის ხართ გამორჩეული მინისტრი, თქვენთან ერთად ჩვენ ბევრი ბრძოლა გვაქვს გავლილი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ირაკლი სესიაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმებისთვის კახა კახიშვილს მადლობა გადაუხადა.
„ქალბატონო თეა, გულწრფელად გეტყვით, თქვენ ჩემთვის ხართ გამორჩეული მინისტრი, თქვენთან ერთად ჩვენ ბევრი ბრძოლა გვაქვს გავლილი, ჩემთვის ხართ ყველაზე პრინციპული, ჩემთვის ხართ ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ თქვენთან ერთად ეგ იცოდეთ. ასე რომ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვთ. მადლობა კახა კახიშვილს, რომელმაც მართლაც საოცარი გარდაქმნა მოახდინა ამ უწყებაში. საკითხი ერთადერთი, რომელზეც მე და კახი ვმუშაობდით, დღესაც მწვავე და აქტუალური რჩება, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემაში წვევამდელების ძალიან რთული სამუშაო, რომელზეც საზოგადოების რეაქცია არის ადეკვატური და სწორი. ჩვენ ამაზე დავიწყეთ კახისთან ერთად მუშაობდა და მინდა, რომ თქვენი ხედვა დავინახო. ეს სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა რაზეც ბოლოს კახიძე შევთანხმდით, ეს არის, ეტაპობრივი გეგმა შევიმუშაოთ. ამ გეგმის შემუშავებაში ჩვენი კომიტეტის ღირსეული და პროფესიონალი კადრებით გვერდით დაგიდგებით. ეს საქმე გასაკეთებელია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.