ირაკლი სესიაშვილი - სუს-ი მზად არის, ნდობის ჯგუფის წინაშე წარსდგეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშე წარსდგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის, ნდობის ჯგუფის წინაშე წარსდგეს. დრო, ადგილი და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ეს შეხვედრა შედგება”, – განაცხადა სესიაშვილმა.