ირაკლი სესიაშვილი - საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმება არის მეტ-ნაკლებად ოქროს შუალედი
ირაკლი სესიაშვილი - საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმება არის მეტ-ნაკლებად ოქროს შუალედი

საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმება არის მეტ-ნაკლებად ოქროს შუალედი, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას უწევს, ეკლესიისა და მრევლის ინტერესის გათვალისწინება.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მკაფიოდ და პრინციპულად თქვა, რომ ყველა რეკომენდაცია და წესი უნდა იყოს დაცული, სამწუხაროდ, დედაეკლესიისა და მრევლის ინტერესების გათვალისწინება გვიწევს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყანა პანდემიას ებრძვის და სახელმწიფო ცდილობს, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინოს.

„მეორე მხრივ, ბრწყინვალე დღესასწაული, აღდგომა მოდის. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის არის ერთ-ერთი ბრწყინვალე დღესასწაული. ყველაზე სწორი იყო, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან მჭიდრო კომუნიკაცია აწარმოა და მიღწეული შეთანხმება არის მეტ-ნაკლებად ოქროს შუალედი, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვალდებულება გვაქვს, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდოთ, სახლში დარჩნენ, რადგან პანდემიის საფრთხეები ძალიან სერიოზულია. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მკაფიოდ ისაუბრეს და თქვეს, რომ ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში და რეკომენდაციები დაიცვან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.