ირაკლი სესიაშვილი - სალომე ზურაბიშვილისგან გაერო-ს ტრიბუნიდან მეტს ველოდი
სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან გაერო-ს ტრიბუნიდან მეტს ველოდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ყოველთვის ღირებულია და თავისი მნიშვნელობის მატარებელია.
„სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი. უფრო სწორად, შეიძლება, უფრო მეტის მოსმენა მსურდა, თუმცა ძირითადი აქცენტები გააკეთა. შეიძლება, ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა აქცენტებიც ყოფილიყო. საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ყველა გამოწვევაზე ისაუბრა, რაც ქვეყნისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არსებობს, მაგრამ როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, შეიძლება, სხვა ფორმით მწვავედ თუ რბილად უფრო მეტი თქმულიყო, რაც დამაკლდა“, – განაცხადა სესიაშვილმა.