ირაკლი სესიაშვილი - საგანგებო მდგომარეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ისე მოხდება, რომ ადეკვატური იყოს შესაბამის მოცემულობასთან
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება გაჩნდება, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
როგორც ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საგანგებო მდგომარეობა გარკვეული უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს.
„მინდა, მოსახლეობა დავარწმუნო, რომ მთავრობა სიტუაციას ყოველ დღე აკვირდება და საგანგებო მდგომარეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ისე მოხდება, რომ ადეკვატური იყოს შესაბამის მოცემულობასთან. როგორც კი საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება გახდება, ყველა შესაბამისი გეგმა მომზადებულია იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე იმ ღონისძიებების გატარება მოხდეს, რაც ქვეყანასა და მოსახლეობას პოზიტიურ შედეგებამდე მიიყვანს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.