ირაკლი სესიაშვილი - პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დამატებითი მოტივაცია ექნებათ
ირაკლი სესიაშვილი - პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დამატებითი მოტივაცია ექნებათ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებით, პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დამატებითი მოტივაცია ექნებათ.

როგორც პირველ არხს სესიაშვილმა განუცხადა, პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ პარტიას სერიოზული ცვლილებების განხორციელება და მხარდამჭერების მობილიზება სჭირდება.

„პარტიაში საჭიროა ტრანსფორმაცია როგორც სისტემურად, ასევე კადრების თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილი იყო და არის „ქართული ოცნების“ გამორჩეული ლიდერი. პარტიაში მისი დაბრუნებით, „ქართულო ოცნების“ მხარდამჭერებს დამატებითი მოტივაცია ექნებათ, რადგან მასთან ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ როგორც ქვეყნისთვის, ასევე პარტიაში. ღარიბაშვილი პარტიის ყოველთვის ერთგულ და ღირსეულ წევრად რჩებოდა. პარტიულ საქმიანობაში მისი ჩართვა არა მხოლოდ პარტიას, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესს წაადგება“, – განაცხადა სესიაშვილმა.