ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტებს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია აწყობთ
ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტებს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია აწყობთ

ოპონენტებს მხოლოდ რევოლუციურ გარემოში შეუძლიათ, ქვეყანაში სიტუაცია არიონ, რაც ქაოსს გამოიწვევს, იმოქმედებს ბიზნესსა და ინვესტორებზე და ეს მათ აწყობთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ დამნაშავეებს გაათავისუფლებს, ხელისუფლებას შეცვლის და არჩევნებს დანიშნავს, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის.

„კგბ-ს ნომეკლატურა გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მწვალებლებს და დამნაშავეებს გაათავისუფლებს, ხელისუფლებას შეცვლის და არჩევნებს დანიშნავს. ამას ამბობს მაშინ, როცა პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის. ცხადია, ამ ყველაფერს დაძაბულობისკენ, სიტუაციის პოლარიზაციისკენ მივყავართ. ოპონენტებს მხოლოდ რევოლუციურ გარემოში შეუძლიათ ქვეყანაში სიტუაცია არიონ, რაც ქაოსს გამოიწვევს და იმოქმედებს ბიზნესსა და ინვესტორებზე, რაც მათ აწყობთ, რადგან, რაც უფრო დესტაბილიზაცია იქნება ქვეყანაში, მით მეტი შანსი ექნებათ, რაც იციან, ის გააკეთონ – სიტუაციის არევა. ვალდებული ვართ, საზოგადოებას ეს ვუთხრათ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კრიტიკულია და საკუთარ შეცდომებზე მსჯელობს.

„ჩვენს შეცდომებზე ვმსჯელობთ და კრიტიკულები ვართ. ყველა შეცდომაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. დანარჩენი, საზოგადოებამ გონიერებას უნდა მოუხმოს და სიტუაცია გააანალიზოს. იმას გავაკეთებთ, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.