ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, რადიკალური პოლიტიკური მოთხოვნებიდან პრაგმატულ და კომპრომისებზე დამყარებულ წინადადებებზე გადავიდნენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, რადიკალური პოლიტიკური მოთხოვნებიდან პრაგმატულ და კომპრომისებზე დამყარებულ წინადადებებზე გადავიდნენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლებას საქმე აქვს არა პოლიტიკურ ოპოზიციასთან, არამედ რადიკალურ პოლიტიკურ მიდგომებთან, რადგან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების ნაცვლად, ოპოზიციას ძალაუფლების დაბრუნება, რევანში და წარსულში დაბრუნება სურს.
„როცა რეზოლუციის ნაწილში ვკითხულობთ, რომ სასურველია, პოლიტიკური ძალები საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ, ეს ძალიან კარგია. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ოპონენტებს პროპორციული სიის გაზრდა მაჟორიტარი დეპუტატების შემცირების ხარჯზე შევთავაზეთ. ეს შეთავაზება სწორი და პრაგმატულია. თუ იმას მივიღებთ, რომ ოპოზიცია მუდმივდ რადიკალური მოთხოვნებით იქნება შემოფარგლული, ცხადია, მისაღებ შედეგზე გასვლა გაგვიჭირდება. „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს მოწოდებას იღებს, უფრო მეტიც, შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. თუ ჩანაწერს სწორად წავიკითხავთ, კომრომისი ოპოზიციასაც მოეთხოვება”, – განაცხადა სესიაშვილმა.