ირაკლი სესიაშვილი - გამიჭირდება პროგნოზირება, ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება თუ არა
„კოვიდ 19“ არსად წასულა. სამწუხაროდ, ეს უხილავი მტერი ქვეყანაშია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამიტომაც სიფრთხილეა საჭირო.
„მოგვიწევს, ვიყოთ ფრთხილად. თავისთავად ცხადია, ეპიდემიოლოგებს, მთავრობას და შესაბამის სამსახურებს აქვთ იმის კომპეტენცია, რომ თვალყური ადევნონ პროცესის განვითარებას. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ მეტი სიფრთხილისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კითხვაზე, ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება თუ არა, დეპუტატი პასუხობს: „გამიჭირდება რამის პროგნოზირება“.