პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი სესიაშვილი ცილისმწამებლური კამპანიის გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის წევრს“, ირაკლი ნადირაძეს გენერალურ პროკურატურაში უჩივის.
ვაკის პარკის ტრაგედიასთან მისი სახელის დაკავშირებას ირაკლი სესიაშვილი რეპუტაციის შელახვის მცდელობად აფასებს.
„ჩემი სახელი და გვარი დააკავშირეს ვაკის პარკის ტრაგედიასთან. სამწუხაროდ, ანგელოზი ბავშვი გარდაიცვალა და ჩემთვის ჩემი სახელის თუნდაც ირიბად დაკავშირება იყო შოკისმომგვრელი. უნდა მივმართო გენერალურ პროკურატურას. ირაკლი ნადირაძემ, ამ პოლიტიკურმა კლოუნმა მტკიცებით ფორმაში განაცხადა, თითქოს მე რამე კავშირი მქონდეს რაღაც კომპანიასთან. ჩემი მოთხოვნა არის, რომ მაქსიმალურად დეტალურად იქნეს შესწავლილი საკითხი. არანაირ მიზანს არ წარმოადგენს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ჩემთვის მთავარია, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. სიმართლე არის ერთი, მე არანაირი კავშირი არ მქონია და ვერც მექნებოდა“, – განაცხადა სესიაშვილმა.