ირაკლი სესიაშვილი - გუნდში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა და კამათი ჯანსაღი პროცესია
გუნდში ვკამათობთ, გვაქვს განსხვავებული აზრი, ეს არის ნორმალური და სასარგებლო ქვეყნის დემოკრატიისთვის, რათა ამა თუ იმ საკითხზე რაც შეიძლება გაფილტრული გადაწყვეტილება მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, გუნდში სხვადასხვა ინიციატივაზე მსჯელობა და კამათი აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია.
„ოპოზიციისთვის შეიძლება ეს იყოს დაპირისპირება, თუმცა ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი. დიახ, ჩვენ გუნდში ვკამათობთ, გვაქვს განსხვავებული აზრი, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და სასარგებლო ქვეყნის დემოკრატიისთვის, რათა ამ თუ იმ საკითხზე რაც შეიძლება გაფილტრული, დახვეწილი გადაწყვეტილება მივიღოთ. მე ამას მივესალმები და მეტიც – მივესალმები იმ სწორ პროცესს, რომ ჩვენ მუდმივად ვმსჯელობთ, ვკამათობთ, განსხვავებულ პოზიციებსაც ვაფიქსირებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ თავის ერთიანობას შეინარჩუნებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.