ირაკლი სესიაშვილი - გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერას ვიღებთ, როგორ სწორ და პრინციპულ გამოხატულებას
მივესალმები გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერას და ამას ჩვენ ვიღებთ, როგორ სწორ და პრინციპულ გამოხატულებას, რაც ემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან რუსეთს მიუთითებენ, რომ ის არის ოკუპანტი, მან სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ.
„ეს არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, ვიდრე რუსეთი არ მოახდენს დეოკუპაციას და ამას ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.