ირაკლი სესიაშვილი - აშშ-სთან გვაქვს მაღალი დონის პარტნიორობა, ვინ და როგორ განცხადებებს აკეთებს, მის პოლიტიკურ მორალზე იყოს
ირაკლი სესიაშვილი - აშშ-სთან გვაქვს მაღალი დონის პარტნიორობა, ვინ და როგორ განცხადებებს აკეთებს, მის პოლიტიკურ მორალზე იყოს

ყველა ძალიან კარგად ხედავს, განსაკუთრებით ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პარტნიორობა და თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, როდესაც საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობას.

„ამ ფონზე ცალკეული კონგრესმენების მიერ თავიანთი ინტერესების გამოხატვა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როცა ამაზე ოპონენტების მხრიდან აპელირებს ხდება, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულაცია. ამ შემთხვევაში, ვინ და როგორ აკეთებს განცხადებებს, მის პოლიტიკურ მორალზე იყოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.