ირაკლი რუხაძე - საქართველოს პირველი არხის ახალმა შენობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ
ძალიან კარგია, რომ ასეთი რამ გაკეთდა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი არხია, მგონია, რომ ინსტიტუციაა ქვეყნისთვის და ნამდვილად სჭირდებოდა განახლება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
რუხაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა.
„აქ რაც ვნახე, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, არ ველოდებოდი, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ცოტა შემშურდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დონის სტუდიები არის და იქნება“, – განაცხადა რუხაძემ.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.