ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის აეროპორტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება.
აეროპორტის ოპერირების შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. ამ წუთებში ქუთაისის აეროპორტში ადგილზე ვითარებას სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის წარმომადგენლები სწავლობენ.
რეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.