ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გასული წლის ბოლოს გაცემული დაპირება, რომ გაზაფხულზე გვეყოლებოდა ახალი ავტობუსები, შესრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აეროპორტისკენ მოძრავი ავტობუსები ფრენების განრიგზე იქნება მორგებული.
„ჩვენ განვახორციელეთ მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიცია, შევიძინეთ სამი უახლესი „ევრო 6“-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და ტურისტებს მოემსახურება „შატლ ბასის“ პრინციპით. ავტობუსები იმოძრავებს საათში ერთხელ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორგებული იქნება ფრენების განრიგზე. გაჩერდება ქუთაისის აეროპორტსა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან. ხვალიდან ღირებულება იქნება ხუთი ლარი. დღეს მგზავრებს მოვემსახურებით უფასოდ“, – განაცხადა ქარქაშაძემ.