ირაკლი ქადაგიშვილი - ვხედავთ, რომ ჰიბრიდული და, ხშირ შემთხვევაში, კორუფციული პოლიტიკა უფრო წინ არის წამოწეული, როგორც აღმოჩნდა, კორუფცია საკმაოდ ფესვგამდგარია ევროპარლამენტში
ირაკლი ქადაგიშვილი - ვხედავთ, რომ ჰიბრიდული და, ხშირ შემთხვევაში, კორუფციული პოლიტიკა უფრო წინ არის წამოწეული, როგორც აღმოჩნდა, კორუფცია საკმაოდ ფესვგამდგარია ევროპარლამენტში

ვხედავთ, რომ ჰიბრიდული და, ხშირ შემთხვევაში, კორუფციული პოლიტიკა უფრო წინ არის წამოწეული, ვიდრე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი სიტუაციის ანალიზი და შესაბამისი ქმედება. როგორც აღმოჩნდა, კორუფცია საკმაოდ ფესვგამდგარია ევროპარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილზე ვენდეტა როგორ არის, როცა ადამიანს მისჯილი აქვს კანონიერად და სასჯელს საუკეთესო პირობებში იხდის. მეორე მხარეა, რომ სიმულაციების პოლიტიკა აქვს, რათა სასჯელს თავი აარიდოს. თურმე კეზერაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან დემიკრატიის მამები და ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკასთან არანაირ შეხებაში არ არის, ის უნდა იყოს ჯერ არაფორმალურად დასანქცირებული და ახლა დასანქცირებული. ეს არის კორუფციის კლასიკური მაგალითი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კონსოლიდირებული ვერსია გამოაქვეყნა.