ირაკლი ქადაგიშვილი - ტყუილად დაიკარგა ექვსი თვე, დღეს შედარებით სრული ფორმით ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების დღის წესრიგით მუშაობას
ტყუილად დაიკარგა ექვსი თვე, დღეს შედარებით სრული ფორმით ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების დღის წესრიგით მუშაობას, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, დემოკრატიისთვის ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა აუცილებელია.
„ტყუილად დაიკარგა 6 თვე, დღეს ვიწყებთ შედარებით სრული ფორმით საპარლამენტო ცხოვრების დღის წესრიგით მუშაობას. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, რადგან საპარლამენტო ცხოვრებისა და დემოკრატიისთვის ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია, ოპონირება კანონებთან თუ სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია.
„ევროპული საქართველოდან“ ვინც სიით გავიდა, ყველა ადამიანი აქ არის, პარტიის წევრებმა, ვინც ამ სიაში იყვნენ, დატოვეს პარტია. პარტიას სია ჩახსნილი აქვს და პარლამენტში ვერანაირად ვერ იქნება წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა“აგრძელებს დესტრუქციულ დღის წესრიგს, არ უერთდება იმ შეთანხმებას და სულისკვეთებას, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის იყო შემოთავაზებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.