ირაკლი ქადაგიშვილი - სტრატეგიული ამოცანის შესრულებაში ეჭვების შემოტანა, სატრანზიტო დერეფანი გამოიწვევს თუ არა საქართველოს დაცილებას დასავლური ვექტორისგან, არის მანიპულაცია
ჩვენი ეკონომიკის ზრდის და მყარი გეოპოლიტიკური მდგომარეობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, სატრანსპორტო დერეფანი ვიყოთ, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოიხატოს ტვირთების მოძრაობაში, ლოგისტიკური და ფინანსური ცენტრების შექმნაში, ტურიზმში, განათლებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ნებისმიერი თემით სპეკულირება მოახდინოს.
„ეს ყველაფერი დასავლეთისგან კი არ გვაშორებს, პირიქით, გვაახლოებს დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინტერესებთან. ამ თვალსაზრისით, ჩვენი როლის გაზრდა და ეკონომიკის ზრდა არის ის, რაც ევროკავშირთან ურთიერთობაში დაგვეხმარება. ამ სტრატეგიული ამოცანის შესრულებაში ეჭვების შემოტანა – სატრანზიტო დერეფანი გამოიწვევს თუ არა საქართველოს დაცილებას დასავლური ვექტორისგან, არის მანიპულაცია, ხელოვნურად შემოგდებული და „კლიშეს შემოგდება“, როგორც ამკვიდრებენ – რუსული კანონი, რუსული ხელისუფლება. მათი ამოცანაა, ადამიანებმა დაინახონ, რა სიკეთე ან გამოწვევა შეიძლება, იყოს ამ ყველაფრის შედეგად. ოპოზიცია ამ თემით სპეციალურად მანიპულირებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.