ირაკლი ქადაგიშვილი - სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება
როგორც წესი, სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ აჩვენა რადიკალურ ოპოზიციას, რომ რადიკალიზმი არ იქნება გამოსავალი.
„რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება გარკვეულწილად სახის შენარჩუნება, ვითომ, მან რაღაც წარმატებას მიაღწია, თავისი მომხრეების გამხნევება და შემოსასვლელებში ადამიანების შეკრება სწორედ ამას ემსახურება, რომელსაც არანაირი რეალური გავლენა და მიზანი ამ მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით არ აქვს. ძირშივე ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიმართავდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. მკაფიოდ ითქვა, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა, დიალოგის ფორმატია საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ ფორმატში უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. როგორც წესი, სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.