ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიოს
აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,ქარათული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიოს.
„საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიოს და წარმატებით გაართვას თავი არაღიარების პოლიტიკას, მინიმუმამდე დაიყვანოს ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ოკუპანტის მხრიდან მოდიოდეს საქართველოს წინაშე.
ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სწორედ ის, რომ ოკუპაციის შედეგების მინიმილიზაცია განვახორციელოთ, მივცეთ ჩვენს ქვეყანას განვითარების საშუალება, რომ არასდროს ავანტურული პოლიტიკის შედეგად არ მოხდეს ანალოგიური ვითარების განმეორება საქართველოში,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.