ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილს რომელიმე კანონმა ან კონსტიტუციამ უფლება მიანიჭა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე იმსჯელოს? ეს მისი ფუნქცია არ არის
ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილს რომელიმე კანონმა ან კონსტიტუციამ უფლება მიანიჭა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე იმსჯელოს? ეს მისი ფუნქცია არ არის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას რომ არ აღიარებს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი არ არის.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი იმ განცხადებას აკეთებს, რისი უფლებაც კონსტიტუციით არ აქვს.

„მას რომელიმე კანონმა ან კონსტიტუციამ უფლება მიანიჭა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე იმსჯელოს? ეს მისი ფუნქცია არ არის. რევოლუცია რომ არ ხდება, კარგად ვიცით, ახლა ქვეყანაში გადატრიალების გეგმაა. ერთხელ, ერთმა ადამიანმა მოსწრებულად თქვა – ყველა თავის სახლში გადატრიალდეს და გადმოტრიალდესო. ამ ქვეყანაში ვერაფერს გადაატრიალებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.