ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილი, დიდი ხანია, რადიკალური ოპოზიციის სიაშია ჩაწერილი, ის საზღვარგარეთ რომ ცხოვრობდა, აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი
ზურაბიშვილმა თქვა, საარჩევნოდ რუსების აქტიურ ჩარევას ველოდებიო. საქართველოს რა უნდა, ქვეყანას დიდი ხნის წინ აქვს გადაწყვეტილი, ამიტომ თუ პრეზიდენტი თავის გზავნილებში პროვოკაციულ შინაარს ცოტათი შეარბილებს, უკეთესი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, დიდი ხანია, რადიკალური ოპოზიციის სიაშია ჩაწერილი.
„ვინ არის ის, ვინც საქართველოს ბედი შავბნელად უნდა შემოატრიალოს, ამაზე თუ უფრო კონკრეტულად იტყვის, უკეთესი იქნება პრევენციისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განცხადებები და მოწოდებები ახალგაზრდების მიმართ, რომ რაღაც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ არჩევნებში დამარცხება გარდაუვლად მიაჩნია. დიდი ხანია, რადიკალური ოპოზიციის სიაშია ჩაწერილი. როგორც ჩანს, დამარცხებული არჩევნების შემდეგ რევოლუციური სცენარის გათამაშებას აპირებენ. მათი მიზანია, საარჩევნო პროცესი პროპაგანდით დააზიანონ. თუ ვინმემ იცის, ვინ არის შავბნელი ორგანიზაცია, ვისი ინტერესიც იქნება ქართული არჩევნების დაზიანება? პრეზიდენტი არჩევნების დისკრიმინაციის მიზნით განცხადებას რამდენჯერმე უკვე აკეთებს და დაკონკრეტდეს. ის, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 1921 წლის 25 თებერვალს, ეს ისტორიაც კარგად ვიცით და მას შემდეგ ისტორიაც. სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ რომ ცხოვრობდა, აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი. ამიტომ მისგან ცოტა მეტი კონკრეტიკა იყოს და ნაკლები პროვოკატორობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.