ირაკლი ქადაგიშვილი - სახალხო დამცველის კანდიდატურა, რომელსაც ოპოზიცია დაასახელებს, ჩვენ მიერ უპირობოდ მხარდაჭერილი არ იქნება, უნდა იყოს კონსენსუსი
კანდიდატურა, რომელსაც ოპოზიცია დაასახელებს, ჩვენ მიერ უპირობოდ მხარდაჭერილი არ იქნება – უნდა იყოს კონსენსუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, წინა სახალხო დამცველის არჩევის დროს ითქვა, რომ ომბუდსმენის ისე შერჩევა მოხდებოდა, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია იტყოდა და ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობა ყოფილიყო.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა ბოლოს პოლიტიკურად ანგარჟირებულ ქმედებაზე დავიდა. ახლა ვამბობთ – ჩვენ სახალხო დამცველობის კანდიდატურას არ ვაყენებთ, მაგრამ გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით უნდა იყოს მიღწეული – არა ის, რომ ავტომატურად დავეთანხმებით რასაც იტყვიან, არამედ უნდა ვიმსჯელოთ და კონსენსუსის გზით ისეთი კანდიდატი ავირჩიოთ, რომელიც სახალხო დამცველის ფუნქციებს ზედმიწევნით შეასრულებს. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პოლიტიკურად არაანგაჟირებული. კანდიდატურა, რომელსაც ოპოზიცია დაასახელებს, ჩვენ მიერ უპირობოდ მხარდაჭერილი არ იქნება – უნდა იყოს კონსენსუსი. არაფერია გაურკვეველი და უზურპაციული იმაში, რომ კონსენსუსისკენ ვიაროთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.