ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილს პოლიტიკური მანევრის საშუალება აღარ აქვს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაფუშულია
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილს პოლიტიკური მანევრის საშუალება აღარ აქვს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაფუშულია

ამ ადამიანებს დიდი ხანია სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათი შემოსვლით საპარლამენტო ცხოვრებას კონსტრუქცივიზმი შეემატება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რომელიც კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვიზიტს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, მთელი ეს მოძრაობა შიდაპარტიული ცხოვრების გარკვევა-დალაგებასთან არის დაკავშირებული და თავიანთი ელექტორატის წინაშე თავის მართლებას ეწევიან იმ ექვს-შვიდი თვიანი პოლიტიკის გამო, რაც მათ ატარეს, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა.

„სააკაშვილს პოლიტიკური მანევრის საშუალება აღარ აქვს და იძულებულია თქვას – უნდა შეხვიდეთ პარლამენტში. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თავიდან ბოლომდე ჩაფუშულია, რასაც საერთაშორისო პარტნიორებისა და მოქალაქეების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.