ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილმა გუდას პირი მოხსნა, რომ მის ჩამოყვანაზე რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა იმოქმედეს, ამან განაპირობა ის აქტიურობა, რომელიც ხელახლა დაიწყო რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად
ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა აღიარა, რომ საქართველოში სააკაშვილი არის პოლარიზაციის მიზეზი, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ, რეალურად, საუბარი სააკაშვილის პატიმრობის კანონიერებაზე კი არ არის ან იმაზე, რომ სააკაშვილს ვინმე აწამებს, სამედიცინო სერვისს უზღუდავს, საუბარია პოლიტიკაზე, ჯანმრთელობა გამოყენებულია სპეკულაციისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მიდი თქმით, ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც სწორი აქცენტი უნდა დასვან.
„სააკაშვილმა, ცოტა არ იყოს, გუდას პირი მოხსნა და „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მისი ჩამოყვანა მხოლოდ მისი პატრიოტული გადაწყვეტილება არ იყო, რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა იმოქმედეს ჩემს გადაწყვეტილებაზეო. სწორედ ამ განცხადებამ განაპირობა ის აქტიურობა, რომელიც ხელახლა დაიწყო რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად, რადგან შეიძლება, კიდევ სხვა განცხადებები გააკეთოს და ბევრს არ სიამოვნებდეს მისი განცხადებები. ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც სწორი აქცენტი უნდა დასვან. საკითხი მოხსნან იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოს სახელმწიფო წამლავს სააკაშვილს, დაუბრუნდნენ რეალობას და რეალობა აღწერონ. რეალობის აღწერის შემდეგ კი თქვან, რომ იქნებ სააკაშვილი როგორმე გავიყვანოთ აქედანო. უნდათ, წაიყვანონ სააკაშვილი და შემდეგ ისევ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ. თურმე სააკაშვილი აქედან იმიტომ კი არ მიდის, რომ შეეშინდა და ვაპატიოთ, თურმე სააკაშვილს სახელმწიფო წამლავს და კლავს. აი, ამ ტყუილით უნდათ, რომ ისევ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. სტატუსს ვერ მიიღებენო, ნუ გვაშანტაჟებენ. ბოლომდე დემოკრატები და ობიექტურობის ამსახველები იყვნენ, საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟს ნუ იყენებენ. სააკაშვილი აქ ჩვენ არ შემოგვიყვანია, ვინც შემოიყვანა, ახლა ისინი წვალობენ ამაზე. ჩანერგილმა აგენტებმა შემიყვანესო და ალბათ სააკაშვილი კიდევ გააგრძელებს საუბარს, ვინ ჩამოიყვანა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.