ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი პროვოკაცია მათ საკუთრებად დარჩება, 25 ნოემბერს კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ქართველი ხალხის არჩევანის ლეგიტიმაციას ცნობს
რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი პროვოკაცია მათ საკუთრებად დარჩება, 25 ნოემბერს კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ქართველი ხალხის არჩევანის ლეგიტიმაციას ცნობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის აქცია სინამდვილეში პროვოკაციაა.
„ამას აქცია არ ჰქვია, ეს პროვოკაციაა, მაგრამ რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი პროვოკაცია ოპოზიციის საკუთრებად დარჩება, 25 ნოემბერს კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ქართველი ხალხის არჩევანის ლეგიტიმაციას ცნობს. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას ის ძალა აქვს, რომ იბილწება ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი, უნივერსიტეტის ბაღი, სადაც ილეწება სკამები და შემდეგ ცეცხლის დასანთებად იყენებენ. ამ ევროპული გამზირის, ჭავჭავაძის გამზირის ლიბერალური ფაშიზმიზაცია ხდება. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მოსახლეობამ და მათმა ამომრჩეველმა უნდა შეაფასონ. 1988 წლის ნოემბრიდან მოყოლებული აქციებს ჩვენც ვატარებდით, მათ შორის, პარლამენტის წინ ღამის თენებით და იქ ნასვამ მდგომარეობაში ერთი ადამიანიც არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს არა პატრიოტიზმთან, არამედ პროვოკატორებთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.