ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვების ყველა წინაპირობა აქვს, რაც ჩვენთვის დამამშვიდებელ მდგომარეობას არ წარმოადგენს, პირიქით, მეტ პასუხიმგებლობას გვაკისრებს
„ქართული ოცნება“ 46-47 პროცენტზე ნაკლებს არასდროს იღებდა, რა თქმა უნდა, არჩევნების წინ მოცემულობა იცვლება ხოლმე. როგორც სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვების ყველა წინაპირობა აქვს, რაც ჩვენთვის დამამშვიდებელ მდგომარეობას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობები მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„პოლიტიკა და წინასაარჩევნო მარათონი სპორტს უნდა შევადაროთ, სადაც შეჯიბრის წინ სპორტსმენების ფორმა განსხვავებულია. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დინამიკა პოზიტიურია, რადგან ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა. ასევე, არის ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა აქვს. ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებითაც ხელშესახები პროგრესი აქვს. ოპოზიციის ლოზუნგები სიცრუეა. ამას რომ გავყვეთ, ქვეყნის ეკონომიკის დანგრევამდე მიგიყვანს. „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც ახლა დაქსაქსულია, ახლა ოპოზიცია არის სუსტი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.