ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის პოსტის შეთავსება, თან პოლიტიკური პროცესის ხელმძღვანელობა კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა, ოპოზიციის ლიდერი თუ იქნება, კარგი არჩევანი გაუკეთებიათ
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის პოსტის შეთავსება, თან პოლიტიკური პროცესის ხელმძღვანელობა კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა, ოპოზიციის ლიდერი თუ იქნება, კარგი არჩევანი გაუკეთებიათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, რადგან პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესში ნეიტრალური უნდა იყოს.

ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას.

„კონსტიტიციაში პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იყოს. ასევე აანონსებს, რომ პლატფორმას შექმნის და მის სათავეში იქნება. თუ მას ამ გაგებით პოლიტიკაში ყოფნა სურს, მაშინ პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს. პრეზიდენტის პოსტის შეთავსება და თან პოლიტიკური პროცესის ხელმძღვანელობა მისი მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა. ოპოზიციის ლიდერი თუ იქნება, კარგი არჩევანი გაუკეთებიათ. რაც შეეხება ერთიან სიას, ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ ჭრელი ოპოზიცია გაერთიანდეს. ერთადერთი არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ კვლავ ერთად შეკრიბონ“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.