ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ, ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, რის გამოც შეტევაა ანტიკორუფციულ სამსახურზე
კონკრეტული თვითაღიარებები გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, რის გამოც შეტევაა ანტიკორუფციულ სამსახურზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომოტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, შენიშვნა კანონთან მიმართებაში კი არ აქვთ, უნდათ, რომ ბიუროს ხელმძღვანელს არასამთავრობო ორგანიზაცია ნიშნავდეს.
„ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი არ ირჩევს, სპეციალური საკონკურსო კომისია არჩევს და შემდეგ მას პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. კონკრეტული თვითაღიარებები გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობო ფიქტიური ორგანიზაციების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. მათ ამ სქემის გაუქმება და საკუთარი ფინანსების გასაჯაროება არ უნდათ, რის გამოც შეტევაა ანტიკორუფციულ სამსახურზე. ანტიკორუფციულ სამსახურს რაც შეეხება, შენიშვნა კანონთან მიმართებაში კი არ აქვთ, უნდათ, რომ ბიუროს ხელმძღვანელს არასამთავრობო ორგანიზაცია ნიშნავდეს. მათი განცხადებების შინაარსს თუ ჩაწვდებით, ამ ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგებისა და სიტყვებისა მიღმა სწორედ აქამდე მივალთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.