ირაკლი ქადაგიშვილი - პარტია „ახალს“ აფინანსებს „უენდიპი“, უნდათ, ქვეყანაში დემოკრატია ფეხქვეშ იყოს გათელილი
პარტია „ახალს“ „უენდიპი“ რომ აფინანსებს, დემონსტრაციულად უნდათ, საქართველოში დემოკრატია ფეხქვეშ იყოს გათელილი, პოლიტიკური პროცესების წარმართვა უცხოური ფულით მოხდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირავლობის შესახებ“ კანონი სწორედ იმას ემსახურება, რომ გამჭვირვალობა იყოს ყველასთვის.
„პარტია „ახალს“ „უენდიპი“ რომ აფინანსებს, დემონსტრაციულად უნდათ, საქართველოში დემოკრატია ფეხქვეშ იყოს გათელილი, პოლიტიკური პროცესების წარმართვა უცხოური ფულით მოხდეს. კანონი სწორედ იმას ემსახურება, რომ გამჭვირვალობა ყველასთვის იყოს. ეს რას ნიშნავს? უცხოური ორგანიზაცია პატივს არ სცემს თავისი ქვეყნის კანონმდებლობასაც, რადგან მის ქვეყანაშიც აკრძალულია უცხოური ფულით რაიმე აქტივობის დაფინანსება. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ვხედავთ, ამ ორმაგმა სტანდარტებმა მსოფლიო რა მდგომარეობამდე მიიყვანა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.