ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციისგან ველოდებით ქილიკს და გესლის ნთხევას, ეს არის ის, რაც, სამწუხაროდ, ქართულ ოპოზიციას შეუძლია, საქართველოს არ ჰყავს ღირსეული ოპოზიცია
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციისგან ველოდებით ქილიკს და გესლის ნთხევას, ეს არის ის, რაც, სამწუხაროდ, ქართულ ოპოზიციას შეუძლია, საქართველოს არ ჰყავს ღირსეული ოპოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას ოპოზიციისგან ქილიკი მოსალოდნელი იყო, რადგან მათ სხვა არაფერი შეუძლიათ.

მისივე თქმით, რჩება განცდა, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული ოპოზიცია.

„მთავრობის მოსმენისას ოპოზიციისგან ველოდებით ქილიკს და გესლის ნთხევას. მათთან სხვა თემაზე ლაპარაკი არ იქნება, ეს არის ის, რაც, სამწუხაროდ, ქართულ ოპოზიციას შეუძლია. მათი მხრიდან ქილიკისა და გესლის ნთხევის შოუს მოსმენა მოგვიწევს. ისინი ასეთი პოლიტიკით საკუთარ ამომრჩეველს გულის მოფხანის საშუალებას აძლევენ. დანარჩენს საქართველოს არაფერს აძლევს. პირიქით, რჩება განცდა, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული ოპოზიცია და ხელისუფლების ალტერნატივა. ეს ის მოცემულობაა, რაც გვაქვს“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.