ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნაწილი შიდა მსჯელობითაა დაკავებული, ჯერ ვერ გარკვეულან, რა ქნან და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნაწილი შიდა მსჯელობითაა დაკავებული, ჯერ ვერ გარკვეულან, რა ქნან და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი საკუთარ ქმედებებში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ქადაგიშვილის თქმით, მომზადებულია პროექტები და გაგრძელდება მუშაობა ოპოზიციის იმ ნაწილთან, ვინც პარლამენტშია.

„ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი შიდა მსჯელობით არის დაკავებული, ჯერ ვერ გარკვეულან, რა ქნან და მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში, რომ იქნებ, გაერკვნენ და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ, ექვსთვიანი ობსტრუქციის შემდეგ, ობსტრუქცია როგორ გააგრძელონ.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, პროცესი შეჩერებული არ არის. რეფორმაზე მომზადებული გვაქვს პროექტები და ოპოზიციის ნაწილი, ვინც პარლამენტშია, მათთან ერთად გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.