ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის დღევანდელი კაკაფონია მიმართულია იქითკენ, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი წინმსწრებად დააზიანონ, ჩვენ მიერ პროცესი გეგმის შესაბამისად წარიმართება
ჩვენს ძვირფასს ოპოზიციას საშუალება არ მიეცემა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესის ტორპედირება მოახდინოს, როგორც ამას კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს აკეთებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას სურს, რომ პროცესი დააზიანოს.
„მათი დღევანდელი კაკაფონია მიმართულია იქითკენ, რომ ის პროცესი წინმსწრებად დააზიანონ, რაც ამ წლის განმავლობაში წარიმართება. როგორც უნდა წარიმართოს რეკომენდაციების შესრულების პროცესი, ეს მთავრობის გეგმით არის გაწერილი, რაც შეთანხმებულია ევროკომისიასთან და პროცესი სწორედ ამ გეგმის შესაბამისად წარიმართება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.