ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ

2020 წლიდან მოყოლებული ოპოზიციას ერთ რამეს ვთავაზობთ, თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს, პარლამენტში მოვიდნენ არა დებოშის ასატეხად, არამედ იმ კანონებზე სამუშაოდ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას მოუწოდებს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შევიდნენ.

„ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ. ამ პაკეტის მიღების საღამოსვე ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. როგორც ჩანს, ეს არის თანამშრომლობის უმაღლესი ხარისხი, რაც ოპოზიციამ მოიფიქრა. 2020 წლიდან მოყოლებული მათ ერთ რამეს ვთავაზობთ – თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს, პარლამენტში მოვიდნენ არა დებოშის ასატეხად, არამედ იმ კანონებზე სამუშაოდ, რომლებსაც ეს პაკეტები ითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.